წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „ლუანას“ შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის კუთვნილი ვებგვერდის გამოყენებასა და მომსახურების მიღებას.
შპს „ლუანა“ ვებ გვერდის საშუალებით, მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ყიდვის შესაძლებლობას წინამდებარე „წესებით და პირობებით“ განსაზღვრული პირობებით.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიის პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, შეიტანოს მასში ცვლილებები წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ფორმით.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან მოიპოვებს მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.
!!! კომპანია აფრთხილებს მომხმარებელს, რომ ის ვალდებულია დაიცვას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები.
მომხმარებლის რეგისტრაცია, ანგარიშის (პროფილის) გახსნა და დახურვა
● კომპანიის მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია
● მომხმარებლის მიერ კომპანიის მომსახურებით სარგებლობისთვის: Luana.ge
● ფიზიკური პირი მომხმარებელი რეგისტრაციის ფანჯარაში უთითებს სახელს, გვარს, საცხოვრებელ მისამართს, ელ-ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს, პაროლს
● რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს პლატფორმებზე განთავსებული ან/და კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურებით;
● აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.